
პოლიტიკა 05.10.2023 / 00:12აა ნინო წილოსანი – ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა
გულწრფელად მინდა გამოვუტყდე „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს, რომ თქვენი პოლიტიკოსებიც ეთანხმებიან ჩვენი ეკონომიკური ზრდის მასშტაბებს, წარმატებას, განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს, გააზრებულ საგარეო პოლიტიკას, ხვდებიან რამდენად ეფექტურია ის, თუმცა საჯაროდ ვერ გიტყდებიან და ამიტომ საჩხუბრად და თავის გასაბრაზებლად, ზიზღის ნიაღვრის საფრქვევად საინფორმაციო ველი სჭირდებათ , - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის" ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმინეს.