
“ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, სად მყავს ამ დროს ოჯახი… თქვენ სად იყავით მაგ მომენტში?” – 7-8 მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული მოზარდი
თბილისში, 7-8 მარტს, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციებიდან, არაერთი დასამახსოვრებელი, საგულისხმო კადრი შემორჩება ისტორიას. მაგალითად: ქალი ევროკავშირის დროშით ხელში, "რობოკოპების" წინ სქროლით მოსეირნე ბიჭი თუ ჭყლის ჭავლთან საქართველოს დროშით მოცეკვავე მამაცი, ლაღი გოგონა.
16 წლის მოზარდი, რომლის კადრმაც არამხოლოდ ქართული, უცხოური სოციალური მედიასაშუალებებიც დაიპყრო, ავრცელებს ვიდეომიმართვას და სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილის კრიტიკას პასუხობ