ქალწული

  • Home
  • Blog
  • ქალწული

ქალწული

ხელმძღვანელობასთან კონფლიქტები იმატებს. იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე. ადვილად ნურავის ენდობით. საღამო ბუნებაში გაატარეთ.

ამ კვირაში ქალწულები პარტნიორის ძლიერ გავლენას განიცდიან და შეიძლება მის ხელში მარიონეტიც კი გახდნენ. არ არის გამორიცხული, რომ დაგჭირდეთ მოთმინების გამოჩენა და ძლიერი ადაპტაციის უნარი, საყვარელი ადამიანის საჭიროებებთან ან ახირებასთან შეგუების ან გამკლავებისთვის. ორშაბათს და სამშაბათს ფრთხილად იყავით და აკონტროლეთ ქცევის ხაზი: შესაძლებელია ინტრიგა, მანიპულირება ან ფარული პროვოკაცია.



ქალწულებს ამ კვირაში კარგი შესაძლებლობები ექნებათ საზოგადოებრივი საქმიანობისა და ბიზნესის პოპულარიზაციისთვის. თქვენი ძალისხმევა საქმიანი პარტნიორობის გასაძლიერებლად ნაყოფიერი იქნება. ფოტო სტუდიებს, გამომცემლობებს, დიზაინისა და სარეკლამო სტუდიებს შეუძლიათ მიიღონ მომგებიანი შეკვეთები. ასევე წარმატებას მიაღწევთ თქვენი ცოდნის პოპულარიზაციაში, ლექციების წაკითხვასა და სტატიების გამოქვეყნებაში. შეგიძლიათ წარმატებით აწარმოოთ მოლაპარაკება უცხოელ პარტნიორებთან. საქმიანი ურთიერთობების დიდი ნაწილი ეფუძნება თქვენს საქმიან რეპუტაციას და ადამიანებზე და სიტუაციებზე გავლენის მოხდენის უნარს. ამ დღეებში ხელმოწერილი შეთანხმება საფუძველს ჩაუყრის წარმატებულ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას - მითუმეტეს, თუ თქვენი პოტენციური პარტნიორი უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელია. სარეკლამო აქციებს დადებითი შედეგი არ იქნება, ამიტომ, თავი შეიკავეთ ამ მხრივ აქტივობისგან. ეს კვირა იდეალური პერიოდია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.

წლის ჰოროსკოპი

2023 წელი თქვენთვის ცვლილებების, ტრანსფორმაციისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი იქნება. წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ გადადებული საქმეების დასრულება. კრიზისული საკითხების მიმართ ორგანიზებულობა და პრაგმატულობა გამოიჩინეთ. ასე უპრობლემოდ გაუმკლავდებით ყველა გამოწვევას. ამ პერიოდში გააქტიურდება საქმიანი კავშირები და პარტნიორული ურთიერთობებიც. წარმატებებს მიაღწევთ მოლაპარაკებებში და შეთანხმების მიღწევის კუთხით. ეს კარგი დროა სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებისგან თავის დაღწევისთვის. წლის მეორე ნახევარი­ მოგცემთ­ საშუალებას გააფართოოთ თქვენი თვალსაწიერი და ჰორიზონტი, მიიღოთ ახალი დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები. ამ პერიოდში მოიმატებს სწავლისა და ახალი ცოდნის მიღების ალბათობაც. ეს კარგი დროა მოგზაურობისთვის, უცხოეთში ვიზიტებისთვის, ტურიზმთან დაკავშირებული თემების განვითარებისთვის. წლის ბოლოსთვის მოგიწევთ ფინანსური შემოსავლების ზრდაზე იზრუნოთ, რათა გადამეტებულმა ხარჯებმა პრობლემები არ შეგიქმნათ. წლის ბოლოს წინდახედული იყავით, ხოლო ფინანსური ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პროდუქტი მაღალი შეფასებით

recent

Recent Post