თხის რქა

  • Home
  • Blog
  • თხის რქა

თხის რქა

ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მოგეხმარებათ ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, მნიშვნელოვანია დადებითი განწყობაც. შეეცადეთ დღეს არ დაძაბოთ ნერვიული სისტემა, რაც საშუალებას მოგცემთ რომ საღამოს სრულყოფილად დაისვენოთ.

შეყვარებული თხის რქებს ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ მოვლენები ამ კვირაში სწრაფად ვითარდება და შანსი ხელიდან რომ გაუშვათ, შესაძლოა დიდხანს აღარ მოგეცეთ. მეორეს მხრივ, არ არსებობს მიზეზი, რომ დრამაში გადაზარდოთ სასიყვარულო წარუმატებლობის ან ცრუ განცდებისგან შექმნილი ვითარება - რომანტიკა ალბათ არ არის ის, რასაც თქვენ ნამდვილად ეძებთ.

წლის ჰოროსკოპი

თქვენთვის 2023 წელი ერთი ციკლის დასრულების და მეორის დაწყების პერიოდი გახდება. წლის დასაწყისშივე იგრძნობთ შინაგან რწმენასა და თავდაჯერებულობას, რაც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ გეგმების რეალიზაცია. უფრო მეტიც, როგორც ოჯახში, ისე სამსახურში გამოავლენთ ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებს. მოსალოდნელია სწორედ წლის პირველ ნახევარში შეძლოთ იმ ფუნდამენტის შექმნა, რომელზეც სამომავლოდ თქვენს ამბიციურ პროექტებს დააშენებთ.­ სამსახურში მოგეცემათ საშუალება უფრო მეტად გააქტიურდეთ, მოითხოვოთ დაწინაურება, ხელფასის მომატება ან სულაც ახალი თანამდებობა. წლის მეორე ნახევარში საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო სტაბილური გახდება. ეს კარგი დროა შემოქმედებით პროფესიებში გააქტიურებისა და წინსვლისთვის. წლის ბოლო თქვენგან მოითხოვს არა მხოლოდ ძველი პროექტებისთვის თავის გართმევას და ძველი ურთიერთობების მართვას, არამედ ახალი კავშირების დამყარებასა და ახალი უნარების განვითარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პროდუქტი მაღალი შეფასებით

recent

Recent Post