
როგორ შეიცვლება საწვავის ფასები მომდევნო თვეებში – ეკონომისტების პროგნოზი
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, აკრძალოს დეფიციტური საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, საქართველოშიც გააძვირებს საწვავს.
რადგან ქვეყანაში მხოლოდ ორი გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს და მათი პროდუქტის შეფარდება საერთო მოხმარებულთან მხოლოდ 2%-ია, საქართველოს ყოველთვის სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს საწვავი.
2022 წლიდან რუსეთი საწვავის იმპორტიორებს შორის შესამჩნევი დომინანტი გახდა, 2023 წლის 8 თვის მონაცემებით კი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა სწორედ რუსეთია.
იმპორტიორები ამბობენ, რომ კომპანიებს მარაგები აქვთ, საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება და კვლავ სწრაფად დაუბრუნდებიან ბულგარეთისა და რუმინეთის ბაზარს, თუმცა საბაზრო პრინციპის თანახმად, რაც უფრო ნაკლებია მიწოდება, მოთხოვნის შენარჩუნების პირობებში, ფასები იზრდება.
ასე და ამგვარად, ეკონომიკური პროგნოზების მიხედვით, მომდევნო თვეებში საწვავზე ფასის მატების ტენდეცია გაგრძელდება.