0

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

კურო

  • Home
  • Blog
  • კურო

კურო

თუ თვითგვემას თავს დაანებებთ, პირად ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწევთ. თქვენს პარტნიორთან რომანტიკული ურთიერთობა სულიერ კომფორტს შეგიქმნით.

ამ კვირის მოვლენები შეყვარებულ კუროს ურჩევს კონცენტრირდეს წვრილმანებზე. თუ ისინი უფრო ყურადღებიანები იქნებიან, კვირის ბოლოს იპოვიან პასუხს ძალიან ბევრ, დაგროვილ კითხვაზე. შაბათს მნიშვნელოვანია, დაიჭიროთ პარტნიორის განწყობა და მისი მინიშნებები: ალბათ დროა საყვარელ ადამიანთან ისაუბროთ რაიმე მნიშვნელოვანზე, მაგალითად, მომავალზე.


კუროს კარგი პერიოდი აქვს თამამი საინიციატივო ქცევისთვის. მომენტალური ყოველდღიური საქმეები ნაკლებად საინტერესო იქნება თქვენთვის. ეს პერიოდი უფრო შესაფერისია მათთვის, ვისაც უყვარს დამოუკიდებლად ქცევა და პასუხისმგებლობის გრძნობა იმ საკითხებზე, რაც მთლიან გუნდს ეხება. მაგალითად, შეგიძლიათ აქტიურად გამოხატოთ საკუთარი თავი აქციონერთა კრების ან პროფკავშირის კომიტეტის ჩატარებისას. საპროექტო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით წავა. შეგიძლიათ გრძელვადიანი დაგეგმვა. თქვენ შეძლებთ გაზარდოთ თქვენი ფინანსები, მათ შორის კერძო შეკვეთების შესრულებით ან სერვისის სექტორში რჩევების მიღებით. ასევე, იგრძნობთ ახალი იდეების აუცილებლობას, რომელსაც შეუძლია ბიზნესში წარმატებული გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება. კარგი პერიოდია მომავალი თვის გეგმებზე ფიქრისთვის. ბევრი რამ, რასაც საკუთარ თავს დაუსახავთ ამოცანად, აუცილებლად შესრულდება. ყურადღება მიაქციეთ უახლეს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესს.



მარტოხელა კუროებს ამ კვირაში მკვეთრად ეზრდებათ მეორე ნახევრის პოვნის შანსი, განსაკუთრებით ინტერნეტის დახმარებით. მათ, ვისაც უკვე ყავს პარტნიორი, საკმაოდ აქტიური კვირა ექნება სექსუალურად, რაც დაეხმარება კარგ განწყობაზე ყოფნასა და ენერგიის აღდგენაში. თავისუფალი ურთიერთობების მოყვარული კუროები კი ფრთხილად უნდა იყვნენ, განსაკუთრებით პირადი ინფორმაციის გაცემისას...



წლის ჰოროსკოპი

თქვენთვის ახალი, 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი გახდება. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგიტანთ ბევრი რამ შეაჯამოთ და გამოიტანოთ დასკვნები. ეს კარგი დროა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, რთულ კითხვებზე პასუხების მოძიებისთვის, სულიერი ძიებისთვის და საერთოდ, თვითგანვითარებისთვის. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული ზოგ რამეზე საერთოდ თქვათ უარი და ახალი საქმე დაიწყოთ. ამ დროს ნუ იქნებით უსამართლო და შეეცადეთ, დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდოთ. წლის მეორე ნახევარში დაიწყება ახალი, თორმეტწლიანი ციკლი და შეეცადეთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად სწორად დაგეგმოთ. ეს არის აქტიურობისა და ახალი ინიციატივების გამოვლენის პერიოდი. სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ან კარიერული ცვლილებები, თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება სპორტს, სამხედრო საქმეს და იურისპრუდენციას. გაძლიერდება თქვენი შარმი, რაც დადებითად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ამ დროს მაღალია ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. წლის ბოლოს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ სფეროში.

Spread the love

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პროდუქტი მაღალი შეფასებით

recent

X