0

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ვერძი

  • Home
  • Blog
  • ვერძი

ვერძი

დღეს თქვენი დევიზი უნდა იყოს "სიმშვიდე, მხოლო სიმშვიდე!" რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს ჯანმრთელობაზე. რადგან ყველა ავადმყოფობა ნერვებთანაა კავშირში. შეეცადეთ ყველაფერს ახლოს გულთან ნუ მიიტანთ და ნაკლებად ინერვიულეთ, მაშინ ნებისმიერ ასაკში ახალგაზრდული შესახედაობა გექნებათ.

ამ კვირაში ვერძს უფრო ხშირად უნდა ახსოვდეს ინტერესთა ბალანსი პირად ურთიერთობებში. სასურველია სიყვარულისა და საკუთარი თავის მიმართ ყურადღების მოთხოვნილება პარტნიორის მოთხოვნილებებთან გაერთიანდეს. წონასწორობისა და ჰარმონიის ხარისხი წყვილში მოიმატებს ხუთშაბათს და პარასკევს. შაბათი შესაფერისია ინტიმურ თემებზე სასაუბროდ.





ვარსკვლავები ვერძს ურჩევენ გაუმკლავდნენ იმ საკითხებს, რომლებიც კონცენტრაციას და სიღრმისეულ კვლევას მოითხოვს. ბევრი თქვენგანი მოიპოვებს ინფორმაციას, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო. რაც უფრო ნაკლები ხმაური და აურზაური იქნება თქვენს გარშემო, მით უფრო პროდუქტიული გამოვა მთელი კვირა. მსხვილი ფირმებისა და სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს ელით გარკვეული ბონუსები. კარგი პერიოდია ვერძებისთვის, რომლებიც მუშაობენ სანატორიუმებში, კურორტებსა და სამედიცინო კომპლექსებში, სასტუმროებში, რესტორნებში, ღამის ცხოვრებაში. კარგი დროა დამატებითი შემოსავლის მოსაძებნად. ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს ინტუიციას – ის არ მოგატყუებთ. მნიშვნელოვანია აქტიურობის გაძლიერება საქმიანი კავშირების გაფართოების მიზნით. ნუ დაელოდებით, რომ ვინმე მოვა თქვენთან და შემოგთავაზებთ თანამშრომლობას - მოძებნეთ სასარგებლო ადამიანები და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ვარიანტები. მოგზაურობა, შეხვედრები, სატელეფონო ზარები და საქმიანი მიმოწერა - ეს ყველაფერი წინ წაგიყვანთ.






ვერძების ენერგია და შეუპოვრობა ისეთივე ლეგენდარული გახდა, როგორც მათი სიჯიუტე, ასევე ხასიათის სრული მოუქნელობა. ვერძებს არ შეუძლიათ დათმობა ტაქტიკურ წარმოსახვაშიც კი, რითაც საკუთარ თავსაც არანაკლებ აზიანებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, როცა გამოცდილება არ აქვთ, რომელიც დაეხმარებათ დააცხროს ბუნებრივი სიფიცხე.

თანდაყოლილი ოპტიმიზმი ვერძებს საშუალებას არ აძლევს ხელები ჩამოუშვან ყველაზე უსიამოვნო სიტუაციებშიც კი, მაგრამ კრიტიკას, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანებისგან, შეუძლია მათი წყობიდან გამოყვანა: მომავალში წარმატებულებს, ყოველთვის სჭირდებათ გამხნევება და მათი დამსახურების აღიარება.

ქალი-ვერძის ძლიერი ხასიათი ცოტათი რბილდება ბუნებრივი სინაზით, რომელიც მდედრობით სქესს ახასიათებს, მაგრამ საკმარისია წინაღობა გაჩნდეს მათ გზაზე და ზოდიაქოს ნიშანი თავის თვისებებს ავლენს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს ხასიათი მამაკაცებზე უფრო მეტად ურთულდებათ, რაც გამოიხატება იდეალიზმში, ადამიანების სწორად შეფასების არცოდნასა და ცხოვრების მთელი სრულყოფილებით მიღებაში.

მამკაც-ვერძებს შეუძლიათ ყველა გააოგნონ გამტანობით და საქმეში გამჭრიახობით, მაგრამ გულის სიღრმეში, სიბერემდე ბავშვებად რჩებიან. ისინი თავის ენერგიას ხარჯავენ უმნიშვნელო პრობლემებზე და არ შეუძლიათ კონცენტრირდნენ რეალურ მიზანზე; ყურადღებას არ აქცევენ საქმიან რჩევებს, თუ წარუმატებლობას განიცდიან.





წლის ჰოროსკოპი

2023 წელი თქვენთვის მთლიანობაში დადებითი აღმოჩნდება, ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარს ეხება. სამსახურში და საერთოდ, საქმიანი კუთხით გამოავლენთ ახალ უნარებს, დაამყარებთ საინტერესო კავშირებს და შეიძენთ ახალ მეგობრებს. მოგიწევთ ახალ პროექტებში ჩართვა, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს მოგზაურობასთან, სწავლა-განათლებასთან ან ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან. ამ პერიოდში იგრძნობთ ძალების მოზღვავებას და მოტივაციას. ეს ბევრი თქვენთვის პრობლემური საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა გახდება. წლის მეორე ნახევარი მოიტანს ფინანსურ სფეროში ამბიციური მიზნების დასახვის და მათი მიღწევის მძაფრ სურვილს. დაიწყებთ ახალი შემოსავლების წყაროების მოძიებას. არ არის გამორიცხული ზაფხულის მეორე ნახევარში ან შემოდგომით დაიკისროთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მოძებნოთ ახალი სამუშაო ადგილი. ეს კარგი დროა ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მყარი მატერიალური ბაზა თავის მხრივ გაზრდის თქვენს მიზანსწრაფვას, რაც დადებითად აისახება პირად ცხოვრებაზე და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Spread the love

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პროდუქტი მაღალი შეფასებით

recent

X