0

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მუსიკის ფესტივალის ტერიტორიაზე 260 გვამია ნაპოვნი – ისრაელის სამძებრო-სამაშველო სერვისი

  • Home
  • Blog
  • მუსიკის ფესტივალის ტერიტორიაზე 260 გვამია ნაპოვნი – ისრაელის სამძებრო-სამაშველო სერვისი

მუსიკის ფესტივალის ტერიტორიაზე 260 გვამია ნაპოვნი – ისრაელის სამძებრო-სამაშველო სერვისი

ისრაელის სამძებრო-სამაშველო სერვისის, ZAKA-ს ინფორმაციით, მუსიკის ფესტივალის ადგილას, სადაც ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, 260 გვამია ნაპოვნი. 7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მუსიკის მოყვარულები კვირების განმავლობაში ელოდნენ  ფესტივალს. საცეკვაო ფესტივალი მთელ ღამეს გაგრძელდა, თუმცა გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, სირენების ხმა გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად რაკეტების სროლაც მოჰყვა. ამჟამინდელი მონაცემებით, ჯამში, ისრაელის ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. ცხედრები სასაზღვრო ტერიტორიაზე მომუშავე ძალებმა იპოვეს. ოჯახები უგზო-უკვლოდ დაკარგულ ახლობლებს ეძებენ. ჯამში, დაჭრილია 2048, ხოლო, მძევლად აყვანილია ათობით ადამიანი.
Spread the love

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პროდუქტი მაღალი შეფასებით

recent

X