
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციით $44.9 მილიონი გაყიდა
6 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციით 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა.
ეს წლის მეხუთე აუქციონია. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 109 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
"სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით" - წერია ეროვნული ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.
6 ოქტომბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.6783 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.8170. 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი კომერციულ ბანკებში 2.7130, ხოლო 1 ევროს ღირებულება 2.8720 ლარია.