შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი (სახელწოდებით ARVİN) ჩაიძირა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.
თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ბართინის პროვინციაში, ინკუმუს რაიონში მოხდა. მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცუდი ამინდის გამო გართულებულია.
პროვინციის გუბერნატორის თქმით, ეკიპაჟის წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა 15-მდე იყო.